მელიტონ ბალანჩივაძე - გახსენება
24 დეკემბერს მელიტონ ბალანჩივაძეს 148 წელი შეუსრულდებოდა. ეს არ არის საიუბილეო თარიღი, მაგრამ ჩვენი მიზანიც ესაა:
საიუბილეო თარიღამდე დრო ჯერ კიდევ არის და იმედი გვაქვს, საზოგადოება ამ თარიღის აღსანიშნავად ისე მოემზადება, როგორც ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოღვაწეს - მელიტონ ბალანჩივაძეს შეეფერება.
დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს ისტორიის იმ ფურცლების გულდასმით გადაფურცვლა, რომლებიც საუკუნეების მიჯნაზე მყოფ საქართველოზე მოგვითხრობენ.
ამ მოკლე პერიოდში ისტორიის კატაკლიზმებს შორის მოქცეულმა საქართველომ თითქოს ბუნების რაღაც ძალების დახმარებით შვა მთელი თაობა, რომელმაც უფსკრულის პირას მყოფი ქართული იდეის კიდევ ერთხელ გადარჩენა შეძლო. თუკი ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობაში დღეისთვის რაიმე ხელმოსაჭიდი ფასეულობა და სულიერება არსებობს, ეს ამ დიდი მოღვაწეების თავდადებული შრომის, ენთუზიაზმის, თავგანწირვისა და იდეისადმი ერთგულების შედეგია. სამწუხაროდ, ამ თაობას არ დასცალდა ახალი, თანამედროვე სამყაროს შესატყვისი ქართული იდენტობის ცნობიერებაში ისეთ შრეებამდე შემოტანა, რომელსაც ქართული საზოგადოება დღეს საყრდენად გამოიყენებდა.
..."ძალზე მოკლედ თუ ვიტყვით, მისი (იგულისხმება ილია ჭავჭავაძე. ავტორი) ძალისხმევა წარმოადგენს დრამატულ მცდელობას იმისა, რომ ქართული ისტორიის ნაფლეთებისაგან, პრეტერისტული თუ ეთნოგრაფიული ილუზიებისაგან, ისტორიული ძალების ნაშთებისა თუ ოპტიმიზმის სუსტი და, ხშირად, ილუზორული გამოვლინებებისაგან ქართული საზოგადოებისა და სახელმწიფოებრიობის იდეა აგებულიყო..."(ზ. ფირალიშვილი. «ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება").
ვფიქრობთ, რომ ქართული საზოგადოება სწორედ ამ პერიოდის სულიერებას და დინამიურობას ვერ შეიგრძნობს სათანადოდ, ჩაჭიდებულია რა დემოკრატიისა და ლიბერალიზმის პოსტულატებს, უხეშად მანიპულირებს ამ ცნებებით და, საბოლოო ჯამში, ფუნდამენტალიზმად აქცევს მას.
ჰომო სოვიეტიკუსის ძერწვის პერიოდში საქართველოს საზოგადოება ისეთ ისტორიულ ნაპრალებში მოექცა, საიდანაც მხოლოდ მითოლოგიზებული წარმოდგენებიღა ასაზრდოებდა მის ნებელობას. საბჭოთა პერიოდში თანდათანობით განიდევნა ის ავანგარდული, შემოქმედებითი, ენთუზიასტური სული, რომელიც საუკუნის დასაწყისის საქართველოში უკლებლივ ყველგან სუფევდა.
"მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ვსწავლობდი ბათუმში და კაციშვილს არ გასჩენია აზრი, მოსწავლეებისათვის მოეყოლა, ვის სახელს ატარებდა სკოლა..."- ვკითხულობთ ვინმე დავითის ჩანაწერს ქართულ ვებგვერდზე. ბათუმის სასწავლებელი ერთ-ერთია მელიტონ ბალანჩივაძის დაარსებულ სკოლებს შორის. ეს სევდისმომგვრელი კომენტარი მიგვანიშნებს სწორედ იმ სიცარიელეზე, რომლის ამოვსებას ვერანაირი გაბედული რეფორმებით ვერ შევძლებთ, სანამ ჩვენ საკუთარ ინტელექტუალურ რესურსებს ინტენსიურად, ინტერდისციპლინირებული კვლევებით არ ავამოქმედებთ.
ვფიქრობთ, რომ სანამ ქართული საზოგადოება დღეს საკუთარი იდენტობის ძიებაში, ნიჰილიზმის და ფსევდოაღმოჩენების ქაოსურ კორიანტელში ბოლომდე არ გახვეულა, უპრიანი იქნებოდა, ფუნდამენტურად გადაგვეხედა ქართული ავანგარდის პერიოდისათვის. დარწმუნებულნი ვართ, დიმიტრი უზნაძისა თუ მელიტონ ბალანჩივაძისნაირი ადამიანების ნამოღვაწარში დღევანდელი, მაგალითად, განათლების რეფორმებისათვის ბევრი საინტერესო დასაყრდნობი მასალა აღმოჩნდება.
მელიტონ ბალანჩივაძე ქართული კულტურისათვის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწეა. მისი ისტორიული მნიშვნელობა დღეისათვის აღარ არის ფართო საზოგადოების ცნობიერებაში. ქართული კლასიკური მუსიკის საწყისებთან, პროფესიული მუსიკის განვითარებისათვის, ქართული ტრადიციული მუსიკის გადარჩენისათვის მისი წვლილი მხოლოდ მუსიკალურ სამყაროშია ცნობილი.
მელიტონ ბალანჩივაძე ავტორია არა მხოლოდ ქრონოლოგიურად პირველი ეროვნული ოპერისა, არამედ მისი კომპოზიციები სხვადასხვა მუსიკალურ ფორმებად პირველად შეიქმნა საქართველოში. ასეთია მისი რეჩიტატივი (ოპერიდან «დარეჯან ცბიერი" 1896/1936), კანტატა, «დიდება ზაჰესს" (1927) რომელიც პირველი ნიმუშია პლენარული მუსიკისა, საორკესტრო ნაწარმოები «ქართული ეროვნული მარში" (1921), რომანსები.
მიუხედავად საკომპოზიციო ტექნიკის არასრულყოფილებისა, რასაც სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები უდევს საფუძვლად, უდავოა ბალანჩივაძის მელოდიის, კანტილენის გამომსახველობა. მელიტონ ბალანჩივაძის ისტორიული როლი სრულიადაც არ შემოიფარგლება მხოლოდ მისი კომპოზიციებით. უფრო მეტიც, ვიტყოდი, რომ კომპოზიტორი ბალანჩივაძე «დაიჩაგრა" საკუთარი ეროვნული მოღვაწეობის ხარჯზე. მელიტონ ბალანჩივაძის შემოქმედების გადახედვისას აუცილებელია ისტორიული კონტექსტის გათვალისწინება და მისი დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომელიც იმდენად შთამბეჭდავია, რომ საზოგადოებისაგან გაცნობიერებას იმსახურებს. ზაზა ფირალიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, მ. ბალანჩივაძე იყო «ვისაც სურდა და მზად იყო, ქართულ ეროვნულ იდეას, უფრო სწორად, ამ იდეის აქ და ახლა არსებობას მომსახურებოდა, (...) რათა შედეგად დამკვიდრებულიყო ერთი პლასტი მაინც ქართული სულიერებისა." (ზ. ფ. «ილია: ისტორიული კონტექსტი და პიროვნება")
სამწუხაროა, რომ ჩვენ, რომელიმე მემორიალურ დაფასთან მდგომნი, შესაძლოა ვერ ვხვდებოდეთ, თუ რატომ არის ესა თუ ის დაწესებულება მელიტონ ბალანჩივაძის სახელთან დაკავშირებული, ან რატომ არის ის ქართველებისათვის ისეთ სათაყვანებელ ადგილას დასაფლავებული, როგორიცაა ბაგრატის ტაძრის გალავანი.
მელიტონ ბალანჩივაძის ცხოვრება გარკვეულად განისაზღვრა 1880 წელს ფილიმონ ქორიძის საქართველოში დაბრუნებით. ფილიმონ ქორიძე (ცნობილი მომღერალი, ბანი) მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრების სცენებზე წარმატებით გამოდიოდა და მელიტონ ბალანჩივაძის ნათესავი იყო დედის მხრდიდან. 1880 წლის 25 ივნისს თბილისში, არწრუნის თეატრში (შემდგომ გრიბოედოვის თეატრი), ფილიმონ ქორიძის კონცერტი გაიმართა, რაზედაც «დროება" წერდა: «..და ახლა, როდესაც მის (ფ. ქორიძის. ავტ.) ნიჭს თვით ევროპის ტეატრებშიაც ღირსეულად აფასებენ, არ გვივიწყებს ჩვენცა და არც თვითონ ავიწყდება, რომ რაც ბუნებას კაცისათვის ნიჭი მიუცია, პირველად თავის მამულს, თავის მოძმე მამულიშვილებს უნდა მოახმაროსო."
ამ მოკლე საგაზეთო ამონარიდიდანაც კარგად ჩანს ის სულისკვეთება, რაც ამ პერიოდის საქართველოში სუფევდა. ფილიმონ ქორიძემ დათმო თავისი კარიერა, პირადი კეთილდღეობა, დარჩა საქართველოში, პიანისტ მეუღლესთან (პეტერბურგელი პიანისტი ზინაიდა მიხაელოვნა ვორობიცი) ერთად, და მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება ქართული საგალობლების ჩაწერას მოანდომა, რითაც მან თავისი ცხოვრება ფასდაუდებელ და საშვილიშვილო საქმეს მიუძღვნა. მის გვერდით დადგა ახალგაზრდა მელიტონ ბალანჩივაძე.
«და თუ ბოლოს და ბოლოს ქართული მუსიკის უცვლელად შენახვას შევუდექი, მეტწილად მელიტონისა და ჩემი მეგობრების - აკაკის, გიორგი წერეთლის, დიმიტრი ყიფიანის რჩევა-წაქეზებით, მერე გავბედე... და ამ გამბედაობის დაფასება მომავალი თაობის საქმეა..." - ჰყვება ფილიმონ ქორიძე (პ.ხუჭუას მონოგრაფიის მიხედვით).
მელიტონიც თმობს თბილისის საოპერო თეატრში თავის ახალდაწყებულ კარიერას და, ფილიმონთან ერთად, 1883 წელს ქუთაისში გადადის. ფილიმონ ქორიძე და მელიტონ ბალანჩივაძე სათავეში უდგებიან დიდ ეროვნულ საქმეს - ქართული მუსიკის გადარჩენას.
ქუთაისში წასვლამდე, 13 მარტს მელიტონმა გამართა კონცერტი, თავისი დაარსებული, 12-კაციანი გუნდით. ასეთი ღონისძიებები დიდ ეროვნულ საქმედ აღიქმებოდა, რასაც იქ დამსწრე საზოგადოების ჩამონათვალიც - ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ცხვედაძე, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვ. - ადასტურებს. ამ დროს მელიტონი მხოლოდ 21 წლის იყო!
სამწუხაროდ, გაზეთის ფორმატი ქუთაისის პერიოდზე უფრო დეტალური თხრობის საშუალება არ გვაძლევს. არადა, ქუთაისი და იქ მოღვაწე ადამიანები მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა ქართული კულტურის ისტორიაში და განსაკუთრებულ შესწავლას იმსახურებს (ალბათ სწორედ ეს თემა უნდა იქცეს ქუთაისის მუზეუმის ცენტრალურ პროფილედ, მაგრამ ამაზე სხვა დროს).
1889 წელს პროფესიული დონის ასამაღლებლად მ. ბალანჩივაძე პეტერბურგში გაემგზავრა, სადაც მისი უფროსი ძმა, ნიჭიერი მხატვარი ვასილ ბალანჩივაძე დ.სარაჯიშვილის სტიპენდიანტი იყო. მ. ბალანჩივაძემ პეტერბურგში 28 წელი გაატარა. ამ პერიოდის მანძილზე ის სამშობლოში ყოფნას შვებულებების დროს მაინც ახერხებდა.
აქ მხოლოდ ძალიან მოკლედ ვახსენებთ პეტერბურგის პერიოდში გაწეულ ღვაწლს:
ანტონ რუბინშტეინი მელიტონს, როგორც ნიჭიერ სტუდენტს, სტუდენტური გაჭირვების პირველ წლებში ჩუქნის პიანინოს და ეხმარება სტიპენდიით.
მელიტონი პეტერბურგის კულტურულ საზოგადოებას დაუახლოვდა და, როგორც ჩანს, მისდამი კეთილგანწყობა დიდი იყო. პეტერბურგში, ისევე როგორც საქართველოში, მელიტონი ძირითადად საზოგადოებრივი ცხოვრებით არის დაკავებული. ამ დროისათვის რუსეთში უკვე დაარსებულია ყოველწლიური ე.წ. «ქართული საღამოები" (პირველი ჩატარდა 1861 წელს), რომლებიც დიდ ინტერესს იწვევს საზოგადოებაში. მ. ბალანჩივაძე სათავეში უდგება «ქართული საღამოების" მოწყობას და მას საყოველთაო ღირსშესანიშნაობად აქცევს. 1897 წლის 20 დეკემბერს შემდგარ რიგით 30-ე «ქართულ საღამოზე" პირველად აჟღერდა ნაწყვეტები პირველი ქართული ოპერიდან «თამარ ცბიერი." 1937 წელს მოსკოვში გამართული ქართული კულტურის დეკადისათვის ამ ოპერას ახალი რედაქციით "დარეჯან ცბიერი" ეწოდა. ოპერის პირველი გამოცემა 1901 წელს კ. ი. ბაგრატიონ-მუხრანსკიმ დააფინანსა. ოპერის ერთ-ერთ საბალეტო ნომერს სახელგანთქმული მოცეკვავე მარიუს პეტიპა ასრულებდა. აღსანიშნავია, რომ «ქართული საღამოები" საქველმოქმედო იყო და რუსეთში ქართველი სტუდენტების დახმარებას ემსახურებოდა.
მხოლოდ პეტერბურგში, ამ, 1903 წლის მონაცემებით, 3000-მდე ქართველი სტუდენტი სწავლობდა. ამ პერიოდის სათვისტომოები და მათი მოღვაწეობა თავისი ორგანიზებულობით, შინაარსით ცალკე თემაა და ბევრ საინტერესო ფურცელს შეიცავს, რომელიც, ჩვენი აზრით, დღევანდელ დიასპორის სამინისტროსაც გზამკვლევად გამოადგებოდა.
1901 წელს მელიტონის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - მან 100-მანეთიანი ლატარიით 200.000 მანეთი მოიგო. მისი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდა და, შესაბამისად, მისი გულისხმიერების არეალიც გაიზარდა. ის ბევრს ეხმარებოდა და მნიშვნელოვანია, რომ მან პირველად გამოსცა მიხაილ გლინკას წერილების სრული კრებული, რაზედაც პროფ. ა.ვ. ოსოვსკი წერდა: «მ. ბალანჩივაძემ მ.ი. გლინკას წერილების სრული კრებულის გამოცემით თავის თავს ძეგლი აუგო..."
მ. ბალანჩივაძე აქვეყნებდა წერილებს ქართულ და რუსულ პრესაში, სადაც აქ მოყვანილი ამონარიდით მისი პოზიცია გამოკვეთილია: «ევგენი ონეგინის" სახელოვან ავტორს (იგ. პ. ჩაიკოვსკი. ავტ.) არ შეეფერებოდა, გადაეცმია ქართული თვითმყოფი და პატივსაცემი ჰანგისათვის მსუბუქი, მისთვის შეუფერები სამოსი და სრულებით უცხო და სხვა სახელით გაესტუმრებინა მსოფლიოში." - წერს მელიტონ ბალანჩივაძე ჩაიკოვსკის მიერ ბალეტ «მაკნატუნაში" გამოყენებული «იავნანას" შესახებ, რომელსაც ჩაიკოვსკიმ «არაბული ცეკვა» უწოდა. მანამდე, ენისელში, თავად ჯორჯაძის მამულში ეს სიმღერა ჩაიწერა ქართული მუსიკის დიდმა მოამაგემ იპოლიტოვ-ივანოვმა, ვისგანაც ჩაიკოვსკიმ ეს ნოტები მიიღო.
1895 წელს პეტერბურგში მყოფი მელიტონი, გაბრაზდა რა ვინმე რუს რეცენზენტზე, რომელიც სვანურ სიმღერას ველურს და პრიმიტიულს უწოდებდა, ჩავიდა სვანეთში, პირველად ჩაწერა რამდენიმე სვანური სიმღერა, თან წამოიყვანა სამი სვანი და ქუთაისში კონცერტები გამართა. მელიტონ ბალანჩივაძე პირველია ქართველ მუსიკოსთა შორის, ვინც საზოგადოებას სვანური სიმღერის მშვენება ამცნო. პეტერბურგის პერიოდშივე ჩაწერა მან კახური სიმღერები.
მელიტონ ბალანჩივაძის მეუღლე მარია ვასილიევა იყო და მათ ოთხი შვილი შეეძინათ. უფროსი, ნინო, ბავშვობაში გარდაიცვალა; თამარი, ნიჭიერი მხატვარი, 1943 წელს ლენინგრადის ბლოკადას ემსხვერპლა; გიორგი (ჯორჯ ბალანჩინი) ცნობილი ქორეოგრაფი, 1924 გასტროლებიდან აღარ დაბრუნებულა ახლად შექმნილ სსრკ-ში; ანდრია, ცნობილი ქართველი კომპოზიტორი და საზოგადო მოღვაწე, მამის გზის ღირსეული გამგრძელებელი გახლდათ.
1917 წელს მელიტონ ბალანჩივაძე საქართველოში ბრუნდება, სადაც ის 1937 წელს გარდაიცვალა.
სასიხარულოა, რომ ბალანჩივაძეების საგვარეულო ტრადიცია ქართული კულტურის სამსახურისათვის კვლავ გრძელდება. შვილიშვილებიდან ჯარჯი - პიანისტია, ცისკარა - ბალერინა, შვილთაშვილი ანტონი კი - მხატვარი.
ამ სტატიით ჩვენ ასევე გვსურს ხმა მივაწვდინოთ სათანადო უწყებებს. სწორედ დროული იქნებოდა, ახლა დაწყებულიყო მზადება, დაგეგმილიყო რამდენიმე პროექტი, რომელიც მელიტონ ბალანჩივაძის ნამოღვაწარს მიეძღვნებოდა. აუცილებლად მიგვაჩნია ბალანჩივაძის აუდიოჩანაწერების გამოცემა. დარწმუნებული ვართ, ასეთ პროექტში ჩვენი სასიქადულო ვოკალისტები სიამოვნებით მიიღებდნენ მონაწილეობას. სამწუხაროა, რომ მელიტონ ბალანჩივაძეზე მწირი ცნობების გარდა, ინტერნეტში არანაირი მასალა არ იძებნება. აქვე დავძენთ, რომ ქართული ინტერნეტ-საძიებლები სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს და ამ დიდი ხარვეზის სწრაფად ამოვსებას სხვადასხვა პროექტების დაფინანსებით უნდა ცდილობდნენ.
მარიკა ლაფაური-ბურკი
სტატიის მისამართი:
http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-12-20/12601.html
http://www.psnews.info/php/newsshow.php?lang=geo&t=1&uid=1399
Monday, December 20, 2010
Thursday, December 9, 2010
Airplane With A Gallbladder Attack
Why is glass transparent?
This question is not really new. I have heard before and could only vaguely recall the statements. Now she was asked by a friend whose daughter asked many years ago after it (the daughter was then 4 years, now she's pretty grown up, but Günter thanks for the repetition of the exciting question). When I tried to give an answer to the question now, I only became clear that what is essential for comprehension, in my own lecture on Solid state physics occurs. But the things I've never combined, as it is necessary to answer this question.
I would like to discuss the question of an orderly solid before I come to why this is true largely for glass, although glass is known to be an amorphous material. An ordered solid is a crystal. All atoms (or molecules) are arranged in rows perfectly regularly. This means that only certain local vibrations of the atoms and electrons of the specific suggestions are possible.
light turn is an electromagnetic vibration, which propagates in space. The word I would like to avoid radiation here as it is now occupied largely negative. But (coming from the sun) without light we could not live at all. The light consists of electric and magnetic fields, which alternate each other and produce. However, light is not material. Light can not directly collide with atoms. Light can excite the electrons of an atom to vibrate and when the frequency or the energy fit, the light can be absorbed. Here, a light portion, which is a quantum of light, destroys a photon and its energy absorbed by the atom. Energy conservation must be considered essential, which is one of the fundamental laws of physics (as long as a conversion of energy into mass or vice versa takes place - in line with the general relativity theory - but it is another form of energy and mass conservation law is the right again).
light is quantized and can only be given in portions or recorded. Since we do not get around it. Einstein has said in the explanation of the photoelectric effect and get the Nobel Prize (probably out of embarrassment - the special and general relativity were too controversial). Max Planck was the first not to take too seriously even though he himself used to calculate the black body radiation, a quantization of the light has accepted, but it has proven to be absolutely correct and heralded the beginning of quantum mechanics. The quantum mechanics to the theory of relativity was the second major paradigm shift in the physics of the twentieth century. With the paradigm shift is meant that the foundations on which rests the whole of physics (actually, it rests not at all) must be changed.
with the theory of relativity it was realized that there is no single length scale and not a single time in space. Everything depends on the state of motion of each observer. Space and time are therefore not given and there are objects in it but, but space and time determined only by the objects themselves. Quantum mechanics states that both matter and light (small) portions, ie Quantum is available. At the same time but both also wave character. This represents a contradiction to classical physics, because you would have said something either particle or wave. But according to the understanding of modern physics have things both properties and, depending on the type of observation (the experiment) occurs either one or the other property in appearance. Then not even the Greek philosophers have come, even though the have thought through almost all mentally. The emphasis is on "thought" not to know. In quantum physics is still to the fact that certain properties of objects with a given probability can be predicted and, in principle not with absolute certainty, but we do not want to go further.
Back to the light. It is not just so easily say, therefore, that light is absorbed or released only in certain portions can - no, there is the realization of many scholars and a half century behind it. And these portions, and quantization is the deeper reason why glass is transparent.
The electromagnetic radiation can have almost any wavelength. For the human eye, wavelengths are in a very small range between about 400 and 700 nanometers (abbreviated nm) are visible. The short wavelengths are to the eye as a blue light, the long visible as a red light. The other colors in between, or are mixtures of different wavelengths. If we call the transparent glass, we think that going through these visible wavelengths, but it says nothing about other wavelengths. In fact, glass for most of the other wavelengths is not transparent. Why is this so?
Because of quantum physics, light can only be taken in certain amounts of energy. But even in a solid all states are quantized in the interior, even here, the laws of quantum physics. Because of conservation of energy must now be the amount of energy of a photon (light quantum) is just the energy difference between two states in the solid state correspond to the absorption is possible. And herein lies the problem. In an ordered solid state because of the similarity of the atoms and the order of the energy states are uniform. In the whole object only certain transitions between these states are not uniform and arbitrary. This is the big difference from a disordered solid. In this account of the different atoms and molecules and due to the different degree of interaction because of the disordered arrangement of such a large inner chaos is present, found that virtually all possible energy states and all possible energy differences. It can virtually every photon is absorbed in accordance with the conservation of energy. The order makes the difference. Which is
internal states it is? There are both common, mechanical vibrations of the atoms and the other, the states of the electrons in the crystal. The joint vibrations of the atoms are so-called lattice vibrations, and since these are quantized Enter the name of phonons. These all have low energy and can absorb only small amounts of energy per absorption process. We have the size of the energy levels of light have not discussed in detail. The energy depends only on the wavelength of light. The shorter the wavelength, the greater the energy, and the longer the wavelength the smaller the energy. The small amounts of energy of the phonons therefore lead to an absorption of light in the long-wave infrared range, which is not perceived by the eye.
The electronic states have also due to the regular arrangement of atoms, only certain energy states that are described with the so-called energy bands. In the possible states can have only a single electron (if the spin is also observed in different conditions) can be accommodated, also again a consequence of quantum physics (keyword antisymmetry of electron states, and Pauli's exclusion principle). If it is completely full in a crystal such energy band, so the electrons can be excited only in states in an empty energy band with a lot more energy and this absorbed photon is in the short wavelength ultraviolet region, which is perceived by the eye no longer as well. For the visible light there is in ordered solids, but no other internal suggestions that could absorb the energy levels of visible light.
As mentioned earlier, glass is not a perfectly ordered crystal, but an amorphous solid. But glass is not there so much confusion as you might think would. Glass is very similar to quartz, a beautiful perfectly ordered crystal, namely rock crystal. However, in glass, other atom are added, so some confusion arises. About something greater distances across the atoms no longer lined up and it would at first sometimes the opportunities are lacking, so that all electrons can be accommodated in a chemical bond in the interior. But with the addition of an appropriate proportion of hydrogen, can the remaining electrons form a bond and there are no free electrons present, which can be excited at visible energies. The lattice vibrations are largely as in a perfect crystal. Because of the confusion still reigns in the glass, come in contrast to the perfect crystal electronic excitations to a small extent even at somewhat lower energies and lattice vibrations also to a small extent even at somewhat higher energies before, but these only go so minimal into the visible portion of the light spectrum that glass is virtually transparent . The transparency of glass
is ultimately the fact that there are no matching energy levels inside there that could absorb the energy of light. And this can only be understood in that both are to describe the energy of the light and the internal states of Glass by the laws of quantum physics.

Friday, December 3, 2010
Kelley Ryden Blueprints
„ერთი საშინელი და ერთი ბედნიერი წელი“
მარიკა ლაფაური-ბურკი
ჰამბურგი
19 ნოემბერს ჰამბურგში შედგა ნინო ხარატიშვილის სპექტაკლის პრემიერა.
სპექტაკლში მონაწილეობს ნინო ბურდული.
„თუ შენ გემის აშენება გინდა, ხალხს კი ნუ შეყრი ხის და ფიცრის შესაგროვებლად, დავალებების გასაცემად და სამუშაოს დასანაწილებლად, არამედ ასწავლე ამ ადამიანებს ნატვრა დიდი უსაზღვრო ზღვისა“.
ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი
ნინო ხარატიშვილი გერმანიის კულტურულ ცხოვრებაში უკვე ცნობილი სახელია. მან 2007 წელს, 26 წლის ასაკში, თავისი დებიუტითვე (პიესის ავტორი და დადგმა „Z“ 2006) მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დღეისათვის ის გერმანიის ერთერთი ახალგაზრდა ხელოვანია, რომელის წარმატებები აღარავის გაკვირვებას არ იწვევს. ნინო ხარატიშვილმა დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი და ჰამბურგის თეატრის აკადემია. ნინო წერს პიესებს, რომლებიც იდგმება გერმანიის სხვადასხვა თეატრებში. ის ასევე არის თეატრის რეჟისორი და დგავს თავისივე პიესებს. მის ლიტერატურულ ნაწარმოებებს და დადგმებს სხვადასხვა ჯილდო მათ შორის Adelbert-von-Chamisso-ს პრემია აქვს მიღებული, ხოლო მისი რომანი „ჟუჟა“ Buchpreis-ის მიერ საუკეთესო ოცეულშია შესული.
ნინო ხარატიშვილის შემოქმედება ის იშვიათი მოვლენაა, როცა ავტორი თავადვე არის დამდგმელი რეჟისორიც. ასეთია მისი ბოლო ნამუშევარიც, - „ჩემი ბედნიერების ყველაზე საშინელი წელი“. სპექტაკლის პრემიერა 19 ნოემბერს ჰამბურგის ლიხტჰოფის სცენაზე შედგა. წარმოდგენები მიმდინარე სეზონზე კიდევ 6 დეკემბრამდე გასტანს.
შემთხვევითია, რომ ავტორი მელოდრამის ფაბულას მისდევს,- „წინააღმდეგოგებს, რომლებიც სიყვარულს ეღობებიან“? (თომას კობნერი)
- „ვიტყოდი, რომ სასიყვარულო ისტორიები, ყველა სხვა ისტორიებთან შედარებით დიდ სივრცეზე პროექტირების საშუალებას იძლევიან. თითქოს ყველას განუცდია სიყვარული, ამასთანავე ის მუდმივად უტოპიურ ნატვრად წარმოგვესახება.“-ამბობს ნინო ხარატიშვილი თავის ინტერვიუში.
ნინო ხარატიშვილი უბრუნდება მელოდრამის შექმნის საწყის იმპულსებს, რომელებიც არისტოკრატიული ტრაგედიებისა და ბაროკოს იგავური სამყაროს საპირისპიროდ საფრანგეთის რევოლუციის
შემდეგ შეიქმნა. მელოდრამის ფორმის გაჩენით თეატრალურ ხელოვნებაში ახალი შინაარსობრივი ასპექტები მკვიდრდება. ნინო ხარატიშვილი თავის ახალ სპექტაკლში, „ჩემი ბედნიერების ყველაზე საშინელი წელი“ მიმართავს მელოდრამისათვის დამახასიათებელ ყველა ატრიბუტს და ქმნის ცოცხალ თეატრალურ სანახაობას, სადაც თეატრალური ხელოვნების ჟანრები და ფორმები, ცისარტყელის ფერებივით წყლის ერთ წვეთში, აირეკლება. მელოდრამის მთავარ თემას, - ბოროტთან დაპირისპირებას,- ავტორი საინტერესო შინაგან ფსიქოლოგიურ დრამად აქცევს. ამ ჟანრის დამახასიათებელ პათეტიურობას გარდაქმნის ნამდვილ „სათამაშო“ წარმოდგენად, სადაც მსახიობის ხელოვნება რამპის შუქში ექცევა და მას დიდი გამოწვევის წინაშე აყენებს.
.„მთავარი იყო, რომ თამაშობ არა ერთი გმირის ამბავს, არამედ თითქოს კალეიდოსკოპის სხვადასხვა სურათებს ქმნი მოზაიკის ფერადი ქვებით. მაქვს განცდა, რომ ყველანი ყვებიან ამ ბანალური ისტორიის საკუთარ ვერსიას. ეს პირველად განვიცადე თეატრში“. – აღნიშნავს სპექტაკლის ერთერთი მონაწილე ნინო ბურდული.
პიესის მთავარი გმირი ივი, ავტოკატასტროფაში ხვდება, რის შემდეგაც ის თავისი ცხოვრების ფრაგმენტებს იხსენებს. ეს ცნობილი მსახიობი ქალის დრამატული ცხოვრებაა, რომელსაც ბედისწერა მამა-შვილის (დარიოსი და რესო) საყვარლად გახდის. გმირების ამ საბედისწერო განლაგებას დარიოსის მეუღლისა და რესოს დედის ფიგურა ამძაფრებს, - გინეკოლოგი არიანა, რომლის მიერ გაკეთებული აბორტი, როგორც შემდეგ ირკვევა, ივს დედობის შანსს უსპობს.
ეს არის ერთი მხრივ თაყვანისმცემლებისაგან გაღმერთებული და განებივრებული, ხოლო მეორე მხრივ ოცნებებ დამსხვრეული ქალის ცხოვრება, რომელსაც მიუხედავად თავისი იქედნური ცხოვრების სტილისა, სპექტაკლის განმავლობაში თითქოს ედიტ პიაფის სულიერ სამყაროსთან მივყევართ. ედიტ პიაფი, თავის ბოლო ინტერვიუში (1962) შეკითხვაზე, რა სჭირდება ქალს, რომ ბედნიერი იყოს? – პიაფი პასუხობს – სიყვარული. - რა არის მისი მოწოდება? – სიყვარული. რა არის მთავარი თქვენს ცხოვრებაში? - სიყვარული და ჩემი საქმიანობა, - იმეორებს ედიტ პიაფი, რომლის ცხოვრება მხოლოდ ერთი დიდი ნატვრა იყო სიყვარულზე. პიაფის ბიოგრაფია მისი სულიერების გარეშე ერთი ბანალური მელოდრამა იქნებოდა. იმავე ინტერვიუს ბოლოს პიაფი მოკლედ პასუხობს: „ხელმეორედაც ზუსტად ასევე ვიცხოვრებდი“.
ნინო ხარატიშვილის გმირი ივი კი, სულიერებას ამ სასიყვარულო ისტორიების მიღმა ეძებს, ის საკუთარი იდენტურობის დანახვას ცდილობს. გმირის დამოკიდებულება თავის თავთან ამბივალენტურია: „ეს არის ჩემი ბედნიერების ერთი საშინელი და ერთი ბედნიერი წელი“.
ავტორი გამიზნულად მიმართავს, საპნის ოპერისათვის დამახასიათებელ პერსონაჟების ერთმანეთში გადახლართულ ბანალურ ისტორიას და კლიშეების გვერდის ავლით მხატვრულ ფორმას ქმნის. სწორედ მასალასთან ასეთი გაბედული დამოკიდებულება უნდა ჩაითვალოს ნინო ხარატიშვილის ნიჭის დადასტურებად. საინტერესოდ მოძებნილი ფორმა, მისი ორიგინალური კონცეფცია ორდინალურ და სენტიმენტალურ სიუჟეტს ესთეტურად გარდაქმნის, ადამიანურ განცდებს სიცოცხლის დინებაში აბრუნებს და შემოქმედებითად განაზოგადებს. ავტორი თავის დასსთან ერთად სპექტაკლის განმავლობაში ზომიერების შეგრძნების ერთგული რჩება, რაც ავტორის ალღოზე მიუთითებს.
ავტორის დამოკიდებულება ფორმასთან მიმართებაში განსაკუთრებით საინტერესოა მის რეჟისორულ გადაწყვეტაში.
პიესის ყველა გმირებს სცენაზე ქალები ახორციელებენ. ერთი და იგივე მსახიობები ოსტატურად მოფიქრებულ მიზანსცენებში გამუდმებით ცვლიან როლებს, ისე რომ ყველა მონაწილე, ყველა როლს თამაშობს. შეუცვლელი და სტატიური რჩება მხოლოდ „გარეთა“ ანუ ფიზიკური ივი, (ვერენა რაინხარდტი) რომელიც თავისი ნამდვილი სახის ამოცნობას ცდილობს. მსახიობები როლებისათვის დაფიქრებით არიან შერჩეულნი, ისინი თავიანთი ტემპერამენტით და გარეგნობით ერთმანეთთან კონტრასტს ქმნიან. მიუხედავად ამისა, ეს ფიგურები რეჟისორის კონცეფციით ერთ საერთო და განზოგადოებულ სახეს ძერწავენ, რაც სპექტაკლის მხატვრული ღირებულებისათვის განსაკუთრებით აღნიშვნას იმსახურებს.
სპექტაკლის მსვლელობის მანძილზე არც ერთი დუნე მომენტი არ არის, მას თავისი საკუთარი რიტმი გააჩნია, რომელიც მაყურებელს თანამონაწილედ აქცევს. ეს სპექტაკლის წარმატების ერთერთი მთავარი კომპონენტია.
სამწუხაროდ, ამ წერილში სათითაოდ ვერ დავახასიათებთ სპექტაკლში მსახიობების მიერ შესანიშნავად შექმნილ სახეებს. ივის როლის შემსრულებელი ვერენა რაინხარდი, რომელიც გერმანიაში ერთერთი ცნობილი დრამატული მსახიობია, აღნიშნავს, რომ ნინო ხარატიშვილთან მუშაობა საინტერესოა მისთვის და ის ყოველთვის სიამოვნებით ღებულობს ნინოს მიერ შემოთავაზებულ როლებს.
ჩვენს წერილში გვერდს ვერ ავუვლით სპექტაკლში ნინო ბურდულის მონაწილოებას. ნინო ხარატიშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის ნინო ბურდულთან მუშაობის არჩევანი ნინო ბურდულის სამსხიობო ოსტატობამ განაპირობა და ასევე სურვილმა, რომ ემუშავა ქართველ კოლეგასთან ერთად.
ნინო ბურდულმა თავის გერმანელ კოლეგებთან ერთად რეკორდული დროში, ხუთი კვირის განმავლობაში გაიარა რეპეტიციები. მართალია, ნინო ბურდული ფლობს გერმანულ ენას, მაგრამ ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ უცხო ენაზე და უცხო სცენაზე თამაში ნინო ბურდულისათვის დიდი გამოწვევა იყო. „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ნინო ხარატიშვილი არ წასულა რაიმე კომპრომისზე მსახიობების შერჩევისას. ამ მხრივ იდეალური ანსამბლი იყო შეკრებილი, როგორც მუსიკალური კამერული ანსამბლი, სადაც ყველა სოლისტია“, - გვიამბობს ნინო ბურდული.
სპქეტაკლის მხატვრული გაფორმება (ზილკე რუდპლფი, დანიელა ჰერცბურგი, კოსტუმები - გუნა მაიერი) რეჟისორის კონცეფციის საინტერესო ვიზუალური გადაწყვეტაა. სცენა არის ერთი გაშლილი თეთრი ფურცელი, რომელზედაც სპექტაკლის განმავლობაში ისტორია „იწერება“.
ნინო ხარატიშვილი თავისი შემოქმედებით გვთავაზობს საინტერესო პერსპექტივებს, სადაც მაყურებელი გულგრილი ვერ დარჩება და ავტორს სულიერების საძიებლად ნამდვილად თან გაჰყვება, ისე, როგორც ეს ზღაპრებში ხდება ხოლმე. ეს არის ის იმპულსი, რასაც ხელოვნებისაგან მოველით.
ვუსურვებთ ნინო ხარატიშვილს და მის გულშემატკივრებს მომავალ წარმატებებს და იმედი გვაქვს, ქართველი მაყურებელსაც მიეცემა საშუალება, რომ ახალგაზრდა შემოქმედს თავის სამშობლოში გაეცნოს.
27.11.2010
გამოქვეყნდა 24 საათში.
http://24saati.ge/index.php/category/culture/theatre/2010-11-29/11902.html

Subscribe to:
Posts (Atom)