Sunday, February 6, 2011

Tribal Band Tattoos For Gay Men

Briefe / წერილები

ახალი რუბრიკა: წერილები
Die neue Rubrik: Briefe


ჩემი და ფრანკის მრავალწლიანი მეგობრობა, ჩვენი ერთობლიოვი საქმიანობა, (ჟურნალ einBLICK Georgien-ის გამოცემა და სხვ. მრავალი)მოიცავს ასევე ჩვენს ხშირ პირად მიმოწერას საქართველოზე, ევროპაზე და სხვა მიმდინარე თემებზე.
გადავწყვიტეთ ამ წერილების გამოქვეყნება. ეს წერილები პირველ რიგში მკითხველმაც, მხოლოდ აზრთა გაზიარებად უნდა მიიჩნიოს მათი ჩამოყალიბების პროცესში.
მარიკა ლაფაური - 06/02/2011 ბურკი ჰამბურგი
From my long friendship with Frank was, in addition to our joint projects and cultural activities for Lile eV, shows such as the publication of the magazine "InSight Georgia" and many others, including an extensive correspondence. This correspondence was concerned primarily with issues concerning, in Europe and Georgia. We have decided to publish some of it here and up for discussion. We wish to emphasize that this is an exchange of ideas is where our ideas are in the process of becoming visible. We do not claim to ultimate truth, and invite you to participate in this symphilosophischen or sympoetischen network of thought. Marika Lapauri-Burk, Hamburg, 2011th




§ 2.
19/20.02.2011 (letter -1. Please see below. წერილი -1 იხ. ქვემოდ)

Dear Marika,

the discussion of the so-called Georgian special way, as he is imagined by Gigi Tevzadze and others and to which I you in my last letter hinwies, ist Teil eines sehr abstrakten Kriegs der Ideen, der sich in der hybriden Atmosphäre bestimmter Tbilissier Intellektuellenkreise abspielt. Es handelt sich um ein Glasperlenspiel bei dem die Rollen verteilt sind und jeder seinen Part beherrschen muss.
მარიკა,
დისკუსია ე.წ. ქართული განსაკუთრებული გზის შესახებ, ისე, როგორც ეს გიგი თევზაძესთან წარმოსახვაში ცოცხლდება და რომელზედაც ჩემს წინა წერილში ვსაუბრობდი, არის ძალიან აბსტრაქტული იდეათა ბრძოლის ნაწილი, რომელიც თბილისის გარკვეულ ინტელექტუალურ წრეების ჰიბრიდულ ატმოსფეროში თამაშდება. აქ საქმე ეხება “შუშის მძივის ბურთულებით” თამაშს, სადაც როლები განაწილებულია და ყველა მონაწილეს თავისი პარტიის შესრულება უნდა ხელეწიფებოდეს.
The majority of the population and the serious Fachintelligentsija participates in the debate either for good reasons, sometimes because of ignorance of the rules or on grounds of systematic exclusion. The "left" have been assigned their roles, they now want to fill out all the tricks. "Left", after the collapse of "actually existing socialism" in den westeuropäischen Metropolen und ihrer georgischen Dependance ein diffuser Anti-Nationalismus, Feminismus und Minderheitenromantizismus.
მოსახლეობის უმეტესი ნაწილი და სერიოზული სპეციალისტთა ინტილიგეციის ნაწილი ამ დისკურსში ან გასაგები მიზეზების არ მონაწილეობს, ან თამაშის წესების უცოდინარობის გამო, ან სისტემური ექსკლუზიურობის გამო.თავისი როლი “მემარცხენეებმაც” გაწერილი მიიღეს, რომელი ამ ხელოვნების ყველა წესის მიხედვით უნდა აღასრულონ. “მემარცხენეობა” “რეალურად არსებული სოციალიზმის” დაშლის შემდეგ ევროპულ მეტროპოლიებში და მის ქართულ შესაბამისობებში დიფუზური ანტინაციონალურობის, ფემინიზმის, უმცირესობების რომანტიკით არის გაჯერებული.
Es handelt sich nicht um eine soziale Bewegung, ein politisches Projekt oder zumindest einen utopischen Entwurf, sondern a fraction of the all-dominant liberalism. The task of these "left" is the last conservative reserves, the complete implementation of the liberal civilization model preclude a critique of ideology to bear. From socialism is not the vision of brotherhood, but the criticism of religion, not the emancipation of the people in the sense of Selbstbewusstwerdung, but the deconstruction of the nation.
აქ საქმე ეხება არა სოციალურ მოძრაობას, პოლიტიკურ პროექტს, სულ ცოტა რაიმე უტოპიურ პროექტს, არამედ ყველაფრის მმართველ ლიბერალიზმის ერთ ფრაქციას. ამ „მემარცხენეების“ ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ კონსერვატორული საბოლოო რეზერვები, რაც ლიბერალური ცივილიზაციის მოდელის სრულად გაბატონებაში ხელს უშლის , იდეოლოგიური კრიტიკით აღგავოს. სოციალიზმიდან არ რჩება არ ძმობის იდეალის ხედვა, არამედ მას რელიგიის კრიტიკა ენაცვლება, არც ხალხების ემანსიპირების თვითშეგნების განვითარება, არამედ ეროვნულის დეკონსტრუქცია.
win in a semi-colonial region in the world, in the reflective modernization always the upper hand again, this national nihilism, a further decomposition of the creative forces is the same. Instead, the conflicts between Ilia Chavchavadze, Noe Schordania and Georgi study Kwinitadze attention and in this way to a new form of fraternal Modern contribute to the Georgian national culture is the much-needed momentum, like we would resume the role of homeless cosmopolitans, which each Patriotism nur als provinzielle Peinlichkeit erscheint. Anstatt das Credo Wascha-Pschawelas im 21. Jahrhundert erneut auszubuchstabieren, betreibt man auf höchst einseitige Weise das Geschäft der Zivilisation.
დედამიწის იმ ნახევრად კოლონიალური რეგიონში, სადაც რეფლექსური მოდერნიზაცა ისევ და ისევ ნერგავს ამ ნაციონალურ ნიჰილიზმს, შემდგომ მას კრეატიული ძალების დაშლა ემატება. იმის მაგივრად რომ ილია ჭაჭავაძე, ნოე ჟორდანია და გიორგი კვინიტაძის დაპირსპირებულობების შესწავლა ყურადრებით ხდებოდეს და ამ გზებით, მოდერნულ ძმობას ახალი ფორმა მოეძებნოს თანამედროვეობაში, რაც ქართულ ნაციონალურ კულტურას სასწრაფოდ საჭირო იმპულსებს მისცემდა, - მოწონებას კვლავ უსამშობლოო კოსმოპოლიტის როლი იმსახურებს , რომელსაც ყოველგვარი პატრიოტიზმი პროვინციულ სირცხვილად ეჩვენება. იმის მაგივრად რომ ვაჟა-ფშაველას კრედო 21-ე საუკუნეში ასო-ასო ახლიდან შესწავლილი იქნას, მიჰყვებიან სრულიად ცალმხრივ ცივილიზაციასთან საქმოსნობას.
Während hierzulande die Nie-Wieder-Deutschland-Linke zunehmend nur noch Kopfschütteln erntet, scheint die Nie-Wieder-Georgien-Linke have not yet reached its zenith on. I would have loved you wrote about the connection between civilization process, national culture and socialism, as I understand it, but I do not think that there are currently in Georgia for interest and those who are interested in hiding in fear. I might but not one to judge that because I do not live there must be.
მაშინ როდესაც აქ, აღარასოდეს - მემარცხენე - გერმანია მოჭარბებულად მხოლოდ თავის გადაქნევის ჟესტიკულაციას იწვევს რეაქციად, აღარასოდეს-მემარცხენე-საქართველოს - ჯერ თავისი ზენიტისათვის ჯერ არ მიუღწევია. სიამოვნებით დავწერდი ცივილიზაციის პროცესების, ნაციონალური კულტურის და სოციალიზმის შესახებ, ისე, როგორც ეს მე მესმის, მაგრამ ვფიქრობ, საქართველოში ვისაც ეს შეიძლება აინტერესებდეს შეშინებულები იმალებიან. მე არ მაქვს უფლება მათი განსჯისა, რადგან მე იქ არ უნდა ვიცხოვრო.

19.02.2011


ფრანკ,

რასაც შენ ეხები, ეს სწორედ მიმდინარე აქტუალური თემებია საქართველოში. არც მე ვცხოვრობ იქ, (თუმცა, სად ვცხოვრობ ეს არ ვიცი და იქნებ მითხრა?) და ჩემი დისტანციით და ფოკუსით რასაც ვხედავ, - საქართველოში იდეოლოგიები საზოგადოებაში არ მუშავდება. (გადამუშავდება) მე არასოდეს მაინტერესებდა მხარეობა და მითუმეტეს მემარცხენე-მემარჯვენეობა. დღემდე არ მესმის საერთოდ, როგორ არის ეს შესაძლებელი. როგორც ირკვევა არც ყოფილა ეს შესაძლებელი, არც პიროვნულ დონეზე, როგორც რაიმე ადამიანური რესურსი და არც პლანეტარულ დონეზე.
მეოცე საუკუნეში ამ დაყოფამ რეალური იდეოლოგიური ფორმები შეიძინა, რომელთა ექსპერიმენტების ჩაშლის მიუხედავად, დღემდე ხმარებაშია. ამას ალბათ ორი მიზეზი აქვს, - 1.გარკვეული მასშტაბის ადამიანები სიამოვნებით მიაკუთვნებენ თავს ასეთ „მხარეობას“. ეს მათ ეტყობა საკუთარი თვითდამკვიდრებისთვის სჭირდებათ.2. საზოგადოება, პოლიტიკა, მედია და ა.შ. ხმარობს ასეთ პაროლებს კომუნიკაციის სიადვილის მიზნით, ამომრჩევლების დარაზმვის მიზნით.
გერმანია ამ იდოლოგიური პროექტების ჩაშლის მშვენიერი მაგალითია. ხომ ვნახეთ 68-იანელების ნგრევის შედეგები, ხომ ვიხილეთ ამ მემარცხენე ლიდერების რადიკალური „მეტამორფოზები“. (ოტო შილი და სხვ. მრავალი) ასევე მე-20 საუკუნემ გვაჩვენა ისეთი მოაზროვნეების ცვლილებები, როგორიცაა მაგალითად, ყოფილი მემარცხენე ედგარ მორანი.
მინდა გკითხო, - არსებობს რაიმე ისტორიული გენეოლოგია მემარჯვენეობისათვის, თუ ეს მემარჯვენეობა, იგივე კონცერვატიზმი თუ ტრადიციონალიზმი, მემარცხენეობის დამკვიდრებით გაჩდა? ამას წინად გიორგი მაისურაძის წერილი წავიკითხე, სადაც მემარცხენეობას ქრისტეს, ადარებს. მე როგორც გავიგე, ქრისტეს და არა ქრისტიანობას. ქრისტე, როგორც- „გადამტრიალებელი“ (revolutio) - არ მომეწონა ეს შედარება. ვფიქრობ, რომ ხელოვნურია. ასეთი ფრაზები ხშირად შემხვედრია სხვადასხვა ტექსტებში. რა თქმა უნდა ეს შედარება ახალი არაა. ამაში არაა საქმე. დავანებოთ თავი იმას, რომ ასეთი შედარებით ქრისტესთან, მათი ქრისტიანობაზე ცოდნა პროფანულად გამოიყურება. ქრისტე თავისუფლების გზას და განხორციელებას მხოლოდ უსაზღვრო სიყვარულში ხედავს. შეიძლება ვცდები, მაგრამ მემარცხენეობისაგან სიყვარულის შესახებ დიდად არაფერი მსმენია. აზრების განმეორებებს არაფერს არ ვერჩი. ასეთ დროს ამ გულმხურვალე მემარცხენეებს ავიწყდებათ, რომ “გადატრიალება” საკმაოდ საფრთხილო რა არის. მე სწორედ ასე მესმის და ეს არის ჩემი ინტერპრეტაცია გივი მარგველაშვილის ფილოსოფიისა, როდეაც ის ადამიანებისაგან “ბიბლიოაზროვნებას” ასე დაჟინებით ითხოვს, ყველა თავის ტექსტში. ეს არის არა “გადატრიალება”, არამედ სხვადასხვა მხრდიდან “შეტრიალება”, მისი განჭვრეტა. ხომ იხსენებ, რაზეც ამდენი ვისაუბრეთ გივისთან, - წიგნი არის მისთვის ტაძარი, რადგან მასში შესვლა სხვადასხვა მხრიდან შეიძლება, გაქვს დრო, (!!!!) და გაქვს ჭვრეტის საშუალება.

რახან კვინიტაძე ახსენე სიამოვნებით მოვძებნი მის ციტატას. "The portrait of Marx as worn in all the ceremonies and demonstrations, as a relic. That Marx did not shed any drop of ink for the cause Liberation of Georgia ... "(...)" This is a feeling, this love for the motherland and the people took over the ruling party ... "(...)" nobility resignedly donated their land, their dostoyaanie and okozalo niukakoy opposition to the ruling, it did not want to go old because of the same feelings of love for the motherland, its samostoyatelnosti. Officers, servitor people and intiligentsiya also imbued with this feeling, went over the ruling and were unselfish, because voznograzhdenie for the service could not udavletvoryat their needs even essentials. Industrial and commercial element, despite the fact that the socialist direction control Georgia ugrazhalo their financial situation, also did not find myself among people who want to vustupit barboy against the ruling party. And here the burning love for the motherland. With the regime sogloshalis only would Georgia (стр. 377) ….. და ა.შ. კვინიტაძის საინტერესო მოგონებებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი პოლიტიკური და სტრატეგიული შეფასებები. გაოცებული დავრჩი მისი აქტუალურობითაც და დღევანდელი გადმოსახედიდან, მის შორსმხედველობიდან. აქ რომ აღარ გავაგრძელო, ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მუშაობენ ასო- ასო და სიტყვა-სიტყვით ამ პერიოდზე (1900-30 იანი წწ), არა მხოლოდ ისტორიკოსები, არამედ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, სადაც ყველა შესაძლებელი დეტალი იქნება აღდგენილი, თუნდაც ისეთი რომ 1921 წლის ალყაშემორტყმულ თბილისში 17 თებერვალს საოპერო თეატრში “როგოლეტო” მაინც დაიდგა და 26 თებერვალს წინა დღის დაცემულ თბილისში (ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს) “ევგენი ონეგინი” შესრულდა, სადაც ამ შესანიშნავ თეატრში პირდაფჩენილი წითელი არმია უფასო სპექტაკლს ესწრებოდა.
კიდევ ბევრი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ შენი მიხვედრილობის იმედით, მივუბრუნდები მეცადინეობას.
დროებით, მარიკა
20.02.2011








§1.
Hallo Marika,

habe gerade eine Diskussionsvorlage found that Gigi Tevzadze on apparently at the 4th is based on May 2009 by the Harriman Institute (Columbia University / New York) conference held "Georgia at the Crossroads of European and Asian Cultures his presentation. The title is: "At the crossroads of European and Asian Cultures: how identity construct was transformed into geopolitical constant (http://www.harrimaninstitute.org/MEDIA/01397.pdf).
This illustrates once again the whole problem area of the East-West dichotomies - actually very interesting - it is also clear that certain ideas currently is no place or should be. Tevzadze criticized the cross road and bridge designs of the Georgian Identität. Er re- bzw. de-konstruiert die Genealogie dieser Auffassungen, die verschiedene Theorien und Diskussionen unterschiedlichen Ursprungs umfassen:

გამარჯობა მარიკა,

სწორედ ახლა გიგი თევზაძის ტექსტი ვიპოვე, რომელიც 2009 წლის 4 მაისს ჰარიმანის უნივერსიტეტში (Columbia University/New York) გამართულ კონფერენციაზე („Georgia at the Crossroads of European and Asian Cultures) ყოფილა წარმოდგენილი. სათაურია: „At the crossroad of European an Asian Cultures“: how identity construct was transformed into a geopolitical constant” (http://www.harrimaninstitute.org/MEDIA/01397.pdf).
აქ კიდევ ერთხელ მკაფიოს ხდის მთელ აღმოსავეთ-დასავლეთის ურთიერთსაწინააღმდეგო პრობლემების წრეს - საინტერესოა. აშკარად ჩანს კიდევ ერთხელ, რომ გარკვეულ იდეებს დღეს ადგილი არ აქვთ, ან არ უნდა ჰქონდეთ. თევზაძე აკრიტიკებს. ქართული იდენტობის Crossroad, ანუ ე.წ. ხიდის კონცეფციას. ის რე - უფრო სწორედ დე - კონსტრუირებას უკეთებს მოსაზრებათა გენეოლოგიას, სხვადასვა თეორიებს და დისკუსიებს, რომელთაც განსხვავებული წარმომავლობა გააჩნიათ:

1. Die Diskussion um die nationale Identität in the period between 1917-1921, in this view was mainly Grigol Robakidze represented, while a clear example Geronti Kikodse Western and Vachtang Kotetischwili chose a clear Ostoption.
second The so-called "soviet exceptionality theory" from the 1930s, under the Tevzadze both represent Schalva Nuzudidse including the theory of "Georgian Renaissance" and the Eurasienideen Russian philosophers and social scientists understand.
third The debate about national identity in the 1970s, is regarded in the Georgian culture as a bridge between Asia and Europe, which are allegedly in Western studies of Georgian culture (Tevzadze erwähnt hier lediglich Luigi Magarotto) etablierte.
4. Das Seidenstraßenprojekt Eduard Schewardnazes, in dem diese Konzepte sich als politisches und ökonomisches Projekt manifestieren.

1.დისკუსია ნაციონალური იდენტობის შესახებ, რომელსაც 1917-1921 წლებს შორის წარმოშობილი პირველ რიგში გრიგოლ რობაქიძით იყო წარმოდგენილი. ხოლო მის საპირისპიროდ, მაგ. გერონტი ქიქოძე - მკვეთრად დასავლური და ვახტანგ კოტეტიშვილი - მკვეთრად აღმოსავლურ ორიენტაციებს ირჩევდნენ.

2.ე.წ. „soviet exceptionality theory“ 1930-იან წლებში საბჭოთა წარმოშობილი თეორია, რომელშიც თევზაძე შალვა ნუცუბიძისეული „ქართული რენესანსს“ და ასევე რუსი ფილოსოფოსების ევროაზიულ სააზროვნო სივრცეს გულისხმობს.

3.დისკუსია ნაციონალურ იდენტობაზე 1970 -იანი წლებიდან, სადაც ქართული კულტურა ართგვარ ხიდად გაიაზრება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის და თითქოს ეს დასაველელბის კვლევებშიც მოცემულია (აქ თევზაძე ასახელებს ლუიჯი მაგაროტოს)

4.შევარდნაძის აბრეშუმის გზის პროექტი, სადაც ეს კონცეპტები პოლიტიკურ და ეკონომიურ პროექტად მანიფესტირდებიან.

This construct - as Gigi Tevzadze - is to blame for your "backwardness" - that the since the 1990s is similar in this country held criticism of our "Central European idea". There are only East and West and we have to decide - collectivism, religion, or individualism, liberal civilization. Tertium non datur! Otherwise, the only hybrid abominations d.h. Sowjetunion oder der Faschismus. Da wird dann auch gerne Merab Mamardaschwili zitiert, aber eben nur unter diesem Gesichtspunkt, …

ამ კონსტრუქტის ბრალია, - ამბობს გიგი თევზაძე - ეს თქვენი „ჩამორჩენილობა“. ეს გავს აქ 1990-იანი წლებიდან გავრცელებულ კრიტიკას ჩვენი „ცენტრალური ევროპის იდეის“ შესახებ. არსებობენ მხოლოდ აღმოსავლეთი და დასავლეთი და ჩვენ უნდა მივიღოთ გადავწყვიტილება კოლექტივიზმ - და რელიგიას ან ინდივიდუალიზმ - და ლიბერალური ცივილიზაციას შორის. . Tertium non datur! („მესამე გამორიხულია!“) მაშინ ჩდებიან მხოლოდ ჰიბრიდული საძაგლობები, საბჭოთა კავშირი ან ფაშიზმი. თან მოწადინებულად მერაბ მამარდაშვილის ციტირებაც კეთდება, მაგრამ მხოლოდ ამ მიმართებაში.

Nun gibt es adynamic course and reification interpretations of the bridge design or the idea of Central Europe, which are actually to criticize, but that hatred of a kind center that is more spiritual than geographical in nature so is part of an anti-Christian creed. I also believe that we can not simply build on the heritage of the East, as our esoteric sects believe - which is now a decadent spirituality that the Individualitätsentwicklung is not fair - but possible if not to develop a "Western" spirituality, the East really touched, then ... the Great Game for ever?

ბუნებრივია არსებობენ ადნინამიური და რეიფიცირებული ინტერპრეტაციები „ხიდის თეორიისა“, -ანუ ცენტრალური ევროპის იდეისა, რაც რასაკვრირველია საკრიტიკოა, მაგრამ ეს ზიზღი ამ რაღაც ცენტრის, რომელიც პირველ რიგში სულიერი და არა გეოგრაფიული ხასიათისაა, - ნაწილია ანტიქრსიტიანული კრედოსი. მე მგონია ასევე, რომ ჩვენ ასე უბრალოდ აღმოსავლეთის მემკვიდრეობას ვერ ჩავებმებით, როგორც ეს ჩვენს ეზოტერულ სექტებს ჰგონიათ. დღეს ეს დეკადენტური სულიერებაა, რომელიც ინდივიდუალიზმის განვითარების სიმაღლეებს ვერ სწვდება. მაგრამ თუ ვერ მოხდება „დასავლყური“ სულიერების ჩამოყალიბება, რასაც აღმოსავლეთი სინამდვილეში ელოდება, მაშინ the Great Game for ever?

05.02.2011

ფრანკ,

მთელი ეს ახალი დისკუსიები ქართულ იდენტობაზე სრული სისულელეა. ეს არის შედეგი ბოლო 200 წლიანი კავკასიის დანაწევრების. მაგრამ არა მარტო ეს. პარალელურად, დასავლეთშიც ვერა და ვერ გაარკვიეს, რა არის ზუსტად მათი დასავლურობა. გადააქციეს ეს მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებად, კოლონიალური ექსპანსიის შემდეგ შექმნეს რა გამწვავებული ფუნდამენტალიზმი აღმოსავლური რელიგიისა. ამავდროულად თავად ქრისტიანულ იდეას კი არ მისდევენ, არამედ მხოლოდ ცივილიზაციის განვითარების ეკონომიკუ მხარეს. ასე რომ, ჩვენს „დაბნევაში“ ამ ყველაფერს ერთად აქვს გავლენა.
რაც შეეხება შევარდნაძის „დასავლურობას“,- მისი „აღმოჩენილი“ აბრეშუმის გზის“ აღორძინებით, - მან საბოლოოდ დასავლეთის „კორიდორად“ გვაქცია, კულტურა და შინაარსს გამოცლილ „ოთახების შესაერთებელ კორიდორად“. სხვათაშორის ეს „კორიდორი", ჩემი გაგებით, სულაც არ გულისხმობს მეორე ბოლოში აღმოსავლეთთან შეერთებას. არამედ, ისევ და ისევ მხოლოდ ეკონომიკურ მოთხოვნილებებზეა ორიენტირებული.

რა თქმა უნდა, შესაძლებელი იყო, ამ იდეას, ამ „კორიდორს“ ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი შინაარსი მისცემოდა, ამ ე.წ.“კორიდორში“ ისეთი ადამიანებს გაევლოთ, რომლებიც მას კულტურით და განათლებით ისეთ შინაარსს შესძენდნენ, რომ ამ მოცემულობას სამყაროში ჩართულობისათვის გამოიყენებდენენ, მას გლობალურობის და დიგიტალურობის ახალ ეპოქაში გადაიყვანდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ჯერჯერობით არ გამოდის. იმიტომ არ გამოდის, რომ იმის მაგივრად, ჩვენ შეკითხვების გარეშე საქმეს შევდგომოდით, გავაბით გაუთავებელი დისკუსია, „რანი ვართ“-ზე. რიტორიკა დასავლეთის გავლენით გადაქცეულია მხოლოდ რაღაც დადგენილებების გამოტანით, რომ თურმე ასე და ასე უნდა ვიყოთ დასავლური. დემოკრატია თავად დასავლეთის ხელში მხოლოდ ინსტუმენტია ახალი ექსპანსიისა და მას ადამიანებთან სულ უფრო და უფრო ნაკლებად აქვს შეხება.

როცა გაქვს ასეთი ენა, მუსიკა და კულტურა, - დაჯექი რა, საქმეს მიხედე, რა დროს იდენტურობაა!
ქართველის დასავლურობა ჩემი შეფასებით ყოველთვის იყო მხოლოდ განსხვავებულობის ხაზგასმა აღმოსავლეთთან მიმართებაში, მისი ისტორიული ბედი, ამ ქვეყნებთან გაუთავებელი ომებიდანაც გამოწვეული. საქართველოში შინაგანად არასოდეს არ ისმოდა შეკითხვა, არის ის ევროპალი თუ აზიელი. ეს შეკითხვა მოგვიანებით გაჩდა. ვაზს უვლიდა, კულტურას ქმნიდა და ეს შეკითხვა მას სულაც არ აწუხებდა. პირდაპირ „ღმერთთან ჰქონდა საქმე", - ორიენტაციების არჩევის გარეშე. უფრო მეტიც, - ქართველის ინდივიდუალობა ამ შეკითხვის უქონლობაა.

მას ჯერ კიდევ შეუძლია ითამაშოს ნარდი და წაიკითხოს რილკე. ის „ჰაფიზის ვარდს ჩარგავს პრუდონის ვაზაში“. (ტ.ტაბიძე) დამისახელე ის ევროპელი, რომელსაც ეს ასეთი ბუნებრივობით ესმოდეს?

ჩემთვის ამდენი „ევროპულობაზე“ საუბარი იგივე ევროპული კოლონიალიზმია, რომელსაც ახლა ჩვენ საკუთარი მონური (მონად ქცეული) ხელებით ვახორციელებთ.

ჩვენს, როგორც ჩანს არსებულ მონურ აზროვნებას, არ სურს ევროპისგან ტექნოლოგიების ათვისებით საკუთარი საქმის კეთება. ეკონომიკურ თუ სტრატეგიულ სივრცეებში მონაწილეობა, თუნდაც იძულებითი, არ ნიშნავს აზროვნების, სიცოცხლის სტილის შეცვლას, რასაც ასე ჩაგვჩიჩინებენ და ჩვენც ასე უგემოვნოთ თავად ვასრულებთ.
ჩვენი ცვალებადობა, სამყაროთა შორის განთავსება, გეოგრაფიულადაც და სულიერადაც არის ჩვენი იდენტობა.
სხვათაშორის სწორედ ეს ჩვენი განსხვავებულობა არის ჩვენი ერთადერთი შანსი. უბედურება ისაა, რომ ახლად ჩამოყალიბებული დაჯგუფებები, რაც უფრო მეტს ამტკიცებენ, (მარჯვნივ, მარცხნივ, რელიგიური, თუ სხვ), მით უფრო მცდარი ხდება თავად მათი წარმოდგენებიც, დისკუსიის ფორმების სიმდარეზე რომ აღარ ვილაპარაკოთ.

მარიკა, 06.02.2011

0 comments:

Post a Comment